„ეს იყო გავრილოვის დღე და ეს იყო პარლამენტის შტურმის ღამე“-გიორგი გახარია

„ეს იყო გავრილოვის დღე და ეს იყო პარლამენტის შტურმის ღამე”-ეს განცხადება გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან გააკეთა. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თბილისში, გუდიაშვილის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. 

„მე ვიყავი პირველი შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც მივიდა პროკურატურაში და მისცა ჩვენება. თუ საჭირო იქნება მე ვიქნები პირველი პრემიერ-მინისტრი, რომელიც მივა და ჩვენებას მისცემს“,-განაცხადა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარიას თქმით, საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ძალადობთ ხელისუფლების შეცვლის მცდელობა. პრემიერის განცხადებით, თითოეულმა პოლიციელმა რომელმაც იმ ღამეს დაიცვა სახელმწიფო ინსტიტუტი, ემსახურა საკუთარ სახელმწიფოს.

„გამოძიება გრძელდება და ყველა ვინც ჩაიდინა დანაშაული იქნება დაკავებული“ – განაცხადა გიორგი გახარიამ კითხვაზე, თუ რატომ არ არიან დაკავებული აქციაზე მოქალაქეების დაზიანებაში დამნაშავე პირები.