“ეს იყო უბინძურესი პოლიტიკური პროვოკაცია” – ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
“ის რაც გუშინ “რუსთავი2-ის” ეთერში ვიხილეთ არის მიხეილ სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის მიერ საქართველოს ეროვნული ინტერესების და ქართველი ხალხის წინააღმდეგ წარმოებული მრავალწლიანი ომის ნაწილი., რომლის საინფორმაციო ფრონტი მათ მიერვე მიტაცებულ ტელევიზია რუსთავი 2-ზე გადის და სრულად ჯდება ზიზღის სიცრუის და ძალადობის პარტიული მანქანის პოლიტიკაში. ამის მაგალიტი ნაციონალური მოძრაობის ყოფილი პროკურორის ნიკა გვარამიას საეთერო პრაქტიკაა, მათ საზოგადოება შეაჩვიეს პირდაპირი ეთერიდან დედის გინებას მათ შორის ჩვენი პარტიის თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მისამართით, მაგრამ წინაპრების საფლავის გინება პირდაპირ ეთერში ცდება არამარტო ქართველ და კავკასიურ , არამედ მთლიანად ცივილიზაციურ ჩარჩოებს, ამის ჩამდენი ტავად აყენებს თავს ცივიზილაზიის მიღმა.
უბინძურესი პოლიტიკური პროვოკაცია რაც რუსთავი 2-ის ეთერში იხილა ქართველმა საზოგადოებამ წარმოადგენს ქართველი სამართალდამცავების მიერ აღკვეთილი სახელმწიფო გადატრიალების ხელახალ მცდელობას, რაც ისახავდა საყოველტაო დესტაბილიზაციას, სახელმწიფოთა შორის კონფლიქტის ახალი ტალღის წარმოშობას საქართველოს მოქალაქეებისათვის ეკონომიკური პრობლემების შექმნას, სანქციების პროვოცირებას.ეს განცხადება რისკის ქვეშ აყენებს ჩვენს თანამემამულეებს რომლებიც ცხოვრობენ რუსეთში
სახეზეა მცდელობა, რომ ამ პროვოკაციაზე ხელისუფლების და საზოგადოების ჯანსაღი რეაქცია სიტყვის თავისუფლებაზე შეტევად გაასაღონ. კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს, საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება სრულად არის დაცული და სწორედ ხელისუფლებაა ამ თავისუფლების გარანტი – ჩვენ ქვეყანასაც დავიცავთ, ხალხსაც და სახელმწიფოს მშვიდობიანი და დემოკრატიული განვთარების პერსპექტივასაც. დარწმუნებულები ვართ, საზოგადოება სათანადოდ შეაფასებს მიმდინარე მოვლენებს და შესაბამის დასკვნებს გააკეთებს”-განაცხადა გია ვოლსკიმ.