ეს იყო ურცხვი, ურჯულო, უმადლო გადაწყვეტილება- მეუფე პეტრე მამალაძის არშეწყალებაზე

,,ეს იყო ურჯულო ადამიანის ურცხვი გადაწყვეტილება”,- ასე აფასებს მეუფე პეტრე ცაავა პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, არ შეიწყალოს დეკანოზი მამალაძე.

მისი თქმით, ეს იყო არა დამოუკიდებელი, არამედ პატრიარქის ზეწოლის შედეგად გადადგმული ნაბიჯი. ,,ეს არ იყო მისი პირადი და დამოუკიდებელი გადაწყვეტილება, ეს არის ურცხვი და უმადლო პატრიარქის ზეწოლის, ბრძანების შედეგად მიღებული ერთობლივი გადაწყვეტილება”,- აცხადებს პეტრე ცაავა.

მეუფე ასევე აღნიშნავს, რომ მიუხედავად დღეს მიღებული გადაწყვეტილებისა, ჭეშმარიტება მაინც იზეიმებს. ,,ბოლო სიტყვას უფალი იტყვის. ქრისტეს შობის მადლით აუცილებლად იზეიმებს ჭეშმარიტება, ქრისტიანობა, სიკეთე და სიყვარული”,- ამბობს მეუფე პეტრე.

შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა დეკანოზი გიორგი მამალაძე არ შეიწყალა.