,,მთავარი არხის” დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, მასზე თავდამსხმელები გია ვოლსკის შტაბის წევრები არიან.
,,აბსოლუტური რწმენა მაქვს, რომ ეს ხალხი არის გამოგზავნილი ბატონი ვოლსკის მიერ. ამას გარდა, ის პოლიტიკოსი და მაღალი თანამდებობის პირია და პასუხს აგებს თავის აქტივისტებზე. მე მოვითხოვ, დაიკითხოს ვოლსკი, სისხლის სამართლის საქმე აღიძრას მასზე როგორც დამკვეთზე პოლიტიკური ანგარიშსწორების და მან დატოვოს საქართველოს პარლამენტის წევრის მანდატი”,- ამბობს გვარამია.
მისივე თქმით, ხელისუფლებამ მასზე თავდასხმისთვის პოლიტიკური ფასი უნდა გადაიხადოს- ან ვოლსკის მიერ მანდატის დატოვების, ან თავდამსხმელების არდასჯის სახით.
გუშინ , 30 იანვარს საქალაქო სასამართლოს ეზოში ნიკა გვარამიას სამმა პირმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ფაქტეზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.