“ეს ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა, როდესაც პარლამენტმა მეტი დრო არ დახარჯა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების განხილვაზე” – ევროკავშირის ელჩი

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კარლ ჰარცელი უზენაესი  მოსამართლეების შესახებ კანონის მიღებაზე საუბრობს და ფიქრობს, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს უმრავლესობამ სათანადო ყურადღება არ დაუთმო.  

„ძალზე მნიშვნელოვანია გამჭირვალე და სანდო პროცედურების არსებობა, როდესაც საქმე მოსამართლეების დანიშვნას ეხება. ჩვენ, ევროსაბჭოსა და შეერთებულ შტატებთან ერთად აქტიურდ ვიყავით ჩართულები ამ პროცესში, რჩევების გაცემის კუთხით. რეკომენდაციები, რომლებიც ვენეციის კომისიისგან მივიღეთ, თანხვედრაშია იმ მიზნებთან რომელთა მიღწევა ჩვენ ვცადეთ. ვფიქრობ ეს არის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა, როდესაც პარლამენტმა მეტი დრო არ დახარჯა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების განხილვაზე.

მოცემულ ვითარებაში მნიშვნელოვანია განაცხადების მიღების პროცესი წინ წავიდეს. საბოლოო ჯამში, პასუხისმგებლობა გადაწყვეტილებებზე განაცხადების მიღების პროცედურებთან დაკავშირებით პარლამენტს და მის ცალკეულ წევრებს დაეკისრება. ეს პროცესი შეიცავს ისეთ საკითხებს, რომლებიც კანდიდატების კვალიფიკაციასა და რეპუტაციას ეხება,”- განაცხადა  საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა კარლ ჰარცელმა.