ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი თაკო ჩარკვიანის განცხადებას ეხმაურება.
“ეს მაგარი ნაგაზი შერჩა მიშას
ქუჩა ქუჩაო – იქიდან ყვიროდა, ქუჩა დადგა და მის სახელს ვერ ახსენებდნენ, იშლებოდა.
ერთიანი ფრონტიო – მის გარშემო ერთიანობას გულისხმობდა, თორემ იდეა მას არ ჰქონია – შეიკრა ერთიანი ფრონტი, ოღონდ არა ხელოვნურად, რომელიმე პერსონის გარშემო, არამედ ბუნებრივად – პროპორციულ არჩევნებზე და ლეიბორისტების ოფისში.
ახლა ეს გამოაგდო და პროცესის ჩაშლას ჩალიჩობს მონაწილეების მოღალატეებად გამოცხადებით.
მიზეზი ერთია – არ აინტერესებს სააკაშვილს ივანიშვილის დამარცხება, თუ თვითონ არ მოდის აბსოლუტური უმრავლესობით და პროპორციული არჩევნები არ უნდა, იმიტომ რომ აბსოლუტურ ძალაუფლებას ვერ ჩაიგდებს ხელში.
“ბოკერია ჩაერთო საქმეში მიშას ჯინაზე და გაერთიანებული ოპოზიციის მოლაპარაკებების მაგიდა იმიტომ კი არ შეიქმნა, რომ საქმის გაკეთება უნდოდა პროპორციულთან დაკავშირებით, არამედ მიშა სააკაშვილის ჯინაზე და გაერთიანებული ოპოზიციის – ძალა ერთობაშია” ჯინაზე გაკეთდა. ჯინაზე წარმართული საქმეები ყოველთვის საქართველოს წინააღმდეგ ბრუნდება ხოლმე” – წერს თამარ ჩერგოლიშვილი.
შეგახსენებთ,პარტია „კანონი და სამართალის” ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, რომ “ბოკერია საქმეში მიშას ჯინაზე ჩაერთო”.