“ეს მელია დააბით სახლშიო, მართლა როგორც ოთხფეხა მელიაზე ნადირობენ”-ნიკა მელია

“ეს მელია დააბით სახლშიო, მართლა როგორც ოთხფეხა მელიაზე ნადირობენ”- ეს განცხადება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ მთავარ პროკურატურაშშესვლამდე ჟურნალისტებთან გააკეთა. მელია საგამოძიებო უწყებაში ტელეკომპანია „კავკასიაში“ სტუმრობის გამო დაიბარეს.

“რომელიმე ქვეყანაში მოქმედ დეპუტატს აქვს შეზღუდვა მივიდეს რომელიმე ქვეყანაში? ტელეკომპანია “კავკასია” არის 200 მეტრში აქედან, იქ თუ მივედი ბატონ დავით აქუბარდიასთან გადაცემაში ეგ არის კანონდარღვევა?

ეს არის ტყუილების ფაბრიკა, ამ თავს უყრის ყველა პოლიტიკოსი, მედიამენეჯერი ბიზნესმენი, ვინც არ მოსდის თვალში ვისაც აქვს მართვის სადავეები ხელში და დღის ბოლოს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, საიდანაც ხალხი გადის ამ ქვეყნიდან. ეს არ არის  პროკურატურა,   თადუმაძეებში ვარ მოსული. 

მაშინ, როდესაც პარლამენტში სიტყვით გამოვდიოდი და პროკურატურისგან იყო ამასთან დაკავშირებით თანხმობა, (ისინიც ხვდებიან, რომ დეპუტატს შეუძლებელია აკრძალვა დაუწესო პარლამენტში მისვლასთან დაკავშირებით) სახლში ხელისუფლების წარმომადგენლები მოვიდნენ, რაღაც ოქმს ადგენდნენ და იკითხეს, მელია სად არისო?! არ იცოდნენ პრობაციის სააგენტოში, რომ მელია პარლამენტშია?! არ იცოდა, რომ პროკურატურამ ნებართვა დართო?! უბრალოდ, მთის გადაღმა რომ ადამიანი ცხოვრობს, იმან ჩამოარტყა მაგიდას ხელი, რომ ეს მელია დააბით სახლშიო და ახლა, მართლა, როგორც ოთხფეხა მელიაზე, ისე ნადირობენ ჩემზე. ეს განცდა მაქვს.

რთულ მდგომარეობაში რომ არის ქართული ოცნება ვიცით და ჩემი დაკავების შემთხვევაში ის მძიმე პროცედურები რაც არის უნდა გაიარონ იმუნიტეტი უნდა მომახსნევინონ. იმუნიტეტი კი არ უნდა მომიხსნან ერთი სიტყვით, ბოდიში და არ მინდა უხეში ვჩანდე ბიძინა ივანიშვილმა თავისი ხუშტურები გაატაროს თავის ბიზნეს ცენტრში და „ქართული ოცნების“ რიგებში და აქ ჩვენ გავაკეთებ იმას რასაც ჩავთვლით საჭიროდ” – აღნიშნა ნიკა მელიამ.