ეს პრაქტიკულად ტელევიზიის გაჩერებას ნიშნავს – ტელეკომპანია “კავკასიას” ინკასო დაედო

ცოტა ხნის წინ ტელეკომპანია „კავკასიას“ ინკასო დაედო. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანიის დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი ადასტურებს. ჯანგირაშვილის განცხადებით, ინკასოს დადება ტელევიზიის გაჩერებას ნიშნავს, რადგან კომპანია საბანკო გადარიცხვებს ვეღარ შეასრულებს.

„აჰა, მოვიდა ინკასო იგი და დაედო ჩემს ანგარიშებს. მადლობა მთავრობას. ეს პრაქტიკულად ტელევიზიის გაჩერებას ნიშნავს, რადგან ორგანიზაცია ვერ შეძლებს ვერანაირი ოპერაციის განხორციელებას. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ივანიშვილის ტელევიზიებს – იმედს, რუსთავს და მაესტროს ბიუჯეტის 55 მილიონი მართებთ და არავინ აპირებს ამის გამო ტელევიზია გაუჩეროს. საჭიროც აღარ არის მგონი რამის თქმა. ყველაფერი ისედაც გასაგებია,“ – წერს ნინო ჯანგირაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ფინანსთა სამინისტრომ ტელეკომპანიებს მიმდინარე დავალიანებების დასაფარად 1 დღიანი ვადა მისცა. ტელეკომპანია „კავკასიას”პოზიციაა, რომ ისინი  დავალიანებას არ გადაიხდიან მანამ,სანამ  ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობლი მედიასაშუალებები არ დაიწყებენ დაგროვილი დავალიანებების გადახდას.

არსებული ინფორმაციით, სამი ტელეკომპანიის “რუსთავი 2-ის”, “მაესტროსა” და “იმედის” ჯამური დავალიანება 55 მილიონ ლარს შეადგენს.