მეფე-დედოფლის საქმეზე სასამართლოში არსებითი განხილვა იწყება. სხდომაზე გამოიკითხებიან ანა ბაგრატიონის ადვოკატის მიერ დასახელებული ისტორიკოსები, რომლებიც დაადასტურებენ რომ სამეფო სახელით სარგებლობის უფლება მხოლოდ ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის აქვს.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე დედოფალი მეფის წინააღმდეგ დამატებით მტკიცებულებებს წარადგენს, რომლიც მიხედვითაც შეეცდება დაამტკიცოს, დავით ბაგრატიონ-მუხრანელი სამეფო ოჯახის სახელს უნებართვოდ იყენებს.
“მოვითხოვთ დავით ბაგრატიონ- მუხრანელს აეკრძალოს სამეფო სახელის გამოყენება, ორდენების გაცემა, ვიზიტების განხორციელება. მას არ აქვს უფლება ისარგებლოს საქართველოს სამეფო ოჯახის სახელით, რასაც ვთხოვთ სასამართლოს”-აცხადებს ლევან გორელაშვილი
მეფე-დედოფალს შორის დაწყებულ დავას კი აბსურდს უწოდებს დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი. ლევან ჩხეიძეს მიაჩნია რომ ანა ბაგრატიონის სარჩელის დააკმაყოფილება წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან.
“ეს პროცესი არის ალბათ საქართველოს მართლმსაჯულების ისტორიაში ყველაზე აბსურდული პროცესი, რაც კი არსებულა. სასამართლო განხილვას დაიწყებს მოსარჩელის პრეტენზიების, დარწმუნებული ვართ რომ სასმართლო მიიღებს ჩვენ სასარგებლო გადაწყვეტილებას და არ დააკმაყოფილებს სარჩელს. თეორიულად თუ წარმოვიდგენთ რომ მოწინააღმდეგე მხარემ მოიგო ეს პროცესი, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს სასამართლო აღიარებს სამეფო და არისტოკრატიულ ტიტულებს, რაც პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის, როგორც 1921 წლის კონსტიტუციასთან, ასევე დღევანდელ კონსტიტუციასთან, რომელიც არ აღიარებს არც სამეფო და არც არისტოკრატიულ ტიტულებს,”-აცხადებს დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი, ლევან ჩხეიძე.