“ეს ქალების დაჩაგვრაა”- 9 წლის ბიჭი საგზაო ნიშნებზე ქალის ფიგურის დამატებას ითხოვს

ცხრა წლის ბიჭი ითხოვს საგზაო ნიშნებზე ქალის ფიგურის არარსებობას აპროტესტებს.

დაჩი გულუამ შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას წერილით მიმართა და სთხოვა საგზაო ნიშნებზე ქალის ფიგურა დაემატოს. წერილი ბიჭის დედამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

წერილის მიხედვით ირკვევა, რომ ბავშვს პროტესტი გენდერული უთანასწორობის გამო გაუჩნდა და საგზაო ნიშნებზე მხოლოდ მამაკაცის გამოსახულება, ქალების ჩაგვრად მიიჩნია.