მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი კოლეგის ბესო ზანგურის პოსტს გამოეხმაურა და მკაცრად გააკრიტიკა.
“ეს რა წავიკითხე? ვაიმეეე!!! რას ემსახურება ზანგურის პოზიცია, ვერც ვხვდები, ან რა კომენტარი უნდა გავაკეთო ამასთან დაკავშირებით?! ძალიან მიკვირს კაცისგან მსგავსი სიტყვები და საქციელი.
მე მგონია, რომ კიდე იმიტომ ვდგავართ ფეხზე, ვაჟასნაირი ადამიანები არსებობენ ამ ქვეყანაზე. სანამ ვაჟასნაირი ღირსებით ერთი ადამიანი მაინც არსებობს, მგონია, რომ არ დავიღუპებით.
მე სხვა მაგალითებზე და ღირებულებებზე ვარ გაზრდილი. ჩემთვის ვაჟა გაფრინდაშვილი მნიშვნელოვანი და ღირებული ადამიანია. ასეთი ადამიანის სიბინძურეში გახვევას რომ ახერხებენ, იქ ლაპარაკს რა აზრი აქვს საერთოდ, არც ვიცი. შეიძლება პოლიტიკური შეხედულებები ქონდეს, ვიღაც მოსწონდეს და ვიღაც – არა. მაგრამ ეს სხვა ისტორიაა. ვაჟა ექიმი, რომელიც 39 დღეა ტყვეობაშია და ერი ამის გარშემოც არ ერთიანდება, ძალიან ცუდადაა საქმე. ვაჟა ჩვენ იქიდანაც კი გვაძლიერებს”-აცხადებს კალატოზიშვილი “პრაიმტაიმთან”.
შეგახსენებთ, რუსთაველის თეატრის მსახიობმა ოკუპანტების მეირ დატყვევებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის მისამართით შეურაცხმყოფელი პოსტი გამოაქვეყნა. მსახიობი პოსტით, რომელიც უცენზურო გამონათქვამებს შეიცავდა, ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი გმირი არ არის და არც “კაი ტიპი”.
“ტრ***ში გაირჭეთ ბიჭო თქვენი ვაჟა და ზემოდან ექიმი გაიგეთ???? კაცობაზე მორალებს ნუ კითხულობთ ძმაკაცების ცოლის მტყ***ები, არაა ჩემთვის ეგ კაცი გმირი და არც კაი ტიპია კარგი ტიპი რომ იყოს მიმართვას, ქსივას მაინც გააფაბლიქებდა…კაი ტიპი კაი ბიჭისგან არ აგერიოთ, აქვე ვხსნი გაფაბლიქებას ექიმს ვაწერ.
ხმა და ზედმეტ ყ***ბს ნუ კერავთ, ჯერ ოსები რაის თქვენი მტრები არიან, მერე კიდევ დადეთ საბრალდებო დასკვნა რაც ოჯახს გადაეცა. დავწერე ტვინში ნუ შემცემთ-მეთქი, პრობლემა მაქვს კითხვის. დაიდოს საბრალდებო დასკვნა, მერე კიდევ მერაბიშვილი და ახალაია რომ არის, ისინი არ განმიკითხავს, მერაბიშვილს სასამართლოზე დავადექი ერთადერთი და კლეტკებში იქაც ვერ შევაგინე, რომ ვწერ ე.ი შემაწუხეთ რა ანწუხელიძე არ დაგესიზმროთ თქვე არამზადებო რა ბრიყვები ხართ რა!!!
ხო გადაკვეთა და ეგაა ცოტნე მანამდე არ კვეთავდა????? არ დავწერდი საერთო შეურაცხჰოფის ქვეშ რომ არ მეგრძნო თავი. შე***ით ყველა დაწერილ შე***ში. პრობლემა ვისაც გაქვთ . ბესო ზანგური
სულ ესაა.” – წერს მსახიობი ზანგური.