ეს შემთხვევა მთლიანად საზოგადოების ტრაგედიაა, რადგან კიდევ ერთხელ ვერ შევძელით დაგვეცვა ბავშვის სიცოცხლე-ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია 15 წლის მოზარდის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„15 წლის არასრულწლოვანი გარდაიცვალა… ვიზიარებ მისი ოჯახის და ახლობლების უსაზღვრო მწუხარებას… ეს შემთხვევა მთლიანად საზოგადოების ტრაგედიაა, რადგან კიდევ ერთხელ ვერ შევძელით დაგვეცვა ბავშვის სიცოცხლე.

მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, სახალხო დამცველის აპარატს დაწყებული აქვს საქმის მრავალმხრივი შესწავლა. ჩვენ მივმართეთ სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს, სოციალური მომსახურების სააგენტოს, განათლების და მეცნიერების სამინისტროს. ჩვენი მანდატის ფარგლებში მონიტორინგს გავუწევთ როგორც მიმდინარე გამოძიების პროცესს, ასევე, შევაფასებთ, რატომ არ იყო გადადგმული შესაბამისი ნაბიჯები პასუხისმგებელი უწყებებისა და პირების მხრიდან ბავშვის ფსიქო-სოციალური მხარდაჭერის კუთხით“, – წერს ლომჯარია.