“ეს წინ გადადგმული ნაბიჯია”-რა შედეგით დასრულდა შეხვედრა

“ეს წინ გადადგმული ნაბიჯია”- ამის შესახებ უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა კახა ქემოკლიძემ სოფელ ჩორჩანასთან, ქართულ მხარის, დე ფაქტო ცხინვალისა და რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. 

ქემოკლიძის განცხადებით შეხვედრა ძირითადად ტექნიკური ხასიათის იყო და ბლოგპოსტის აღების საკითხი არ განხილულა. შეხვედრაში მონაწილეობას ქართული მხარე,  საერთაშორისო მონიტორები,  დეფაქტო ცხინვალისა და რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები იღებდნენ.

„შეხვედრა წარიმართა კონსტრუქციულ გარემოში, ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი. შევთანხმდით რომ უნდა გადაიდგას ნაბიჯები დეესკალაციისკენ, რაც გაიზიარა ყველა მხარემ. შემდეგ კვირაში გაიმართება კიდევ ერთი ტექნიკური შეხვედრა ერგნეთში. მიუხედავად განსხვავებული პოზიციებისა, შეხვედრის საერთო პათოსი ემსახურებოდა ვითარების სრულ დეესკალაციას, რომლის განხორციელებას შევუდგებით დღეიდანვე. საგუშაგოს ლოკაციაზე არის აზრთა სხვადასხვაობა, მიუხედავად ამ განსხვავებისა, შევთანხმდით რომ სიტუაციის დეესკალაცია არის ყველას ინტერესში“,- განაცხადა უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა კახაბერ ქემოკლიძემ.