ზუგდიდში არჩევნებთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს რუსთავი2–ის დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ფეისბუქ ვიდეო მიუძღვნა. მან მეგრელებს მიმართა და ამ არჩევნებში ქართული ოცნების დამარცხებისკენ მოუწოდა.
“ახლა რაც ხდება სამეგრელოში არის ძალიან დიდი სირცხვილი. ძალიან დიდი დანაშაული ხელისუფლების მხრიდან და უნდა გასამართლდნენ. ის ადამიანები, ვინც გასცემს ბრძანებას ის ადამიანები გადარჩებიან, იმიტომ რომ პოლიტიკური შეთანხმების საგანი იქნება ის. მაგრამ ის ადამიანები, ვინც ასრულებენ ამ ბრძანებას დაისჯებიან სახელმწიფოს სახელით ბანდიტიზმისთვის.
დღეს არჩევნები სანდრასა და ვიღაც უსახელაურ კაცს შორის კი არ მიმდინარეობს, მართლა არავინ რო არ იცის ვინ არის. ჯერ ერთი სირცხვილია, აბსოლუტურად უსახელო კაცი როგორ შეიძლება ზუგდიდის მერი იყოს. რა ჭირთ საერთოდ ზუგდიდელებს ამ მაჟორიტარების არჩევნებში და თუნდაც ადგილობრივ თვითმმართველობაზე. რა ხალხს ირჩევენ. რა ხალხის არჩევაზე მიდის ლაპარაკი.
არ არის დღეს სანდრა რულოვსის არჩევაზე ლაპარაკი სინამდვილეში, მიუხედავად იმისა, რომ როგორც კანდიდატი პატივი უნდა იყოს. მაშტაბური პოლიტიკური ფიგურაა და მაშტაბური განაცხადი გაკეთდა ნაციონალური მოძრაობის, გაერთიანებული ოპოზიციის მხრიდან. სირცხვილია იმაზე ლაპარაკი რომ ქალია, ჰოლანდიელია, სირცხვილია, იმიტომ რომ ჯერ ერთი, ქალი – ეგეთი დიფერენციაცია სამეგრელოში არასოდეს შემიმჩნევია. საქართველოს მოქალაქეა, რომელიც მეგრულად საუბრობს, ისწავლა სპეციალურად მეგრული. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემს მეგრულ გულს მალამოდ ეფინება.
მთავარი არც სანდრაა და არც არჩევნებია და არცზუგდიდის მერი. აბსოლუტურად სხვა რამე ხდება სამეგრელოში ეხლა. სამეგრელოშიც, მთაწმინდაზეც, სხვაგანაც.
ეხლა მიმდინარეობს იმის დამტკიცება ამ ყოვლად გათახსირებული მთავრობისთვის, რომ არ ბნელა, რომ ჩალით არ არის ქვეყანა დახურული, რომ არ გვეშინია ეს უნდა დავუმტკიცოთ ამათ და უნდა დავამარცხოთ, საჩვენებლად უნდა დავამარცხოთ და დავსაჯოთ, უნდა დავუმტკიცოთ, რომ მორჩა, თქვენი დრო წავიდა 2020ში ეს მხოლოდ გაფორმდება. “ – ამბობს გვარამია. ვიდეოს ბოლოს მან ზუგდიდელებს მეგრულად მიმართა და ივანიშვილის დამარცხებისკენ მეგრულადაც მოუწოდა.