“ესეთი თავისუფალი ბიზნეს გარემო საქართველოში არ ყოფილა”-მაჭავარიანი

“ესეთი თავისუფალი ბიზნეს გარემო საქართველოში არ ყოფილა”-ეს განცხადება  ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან გააკეთა.

“ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით, ესეთი თავისუფალი ბიზნეს გარემო საქართველოში არ ყოფილა, თუ რომელიმე კონკრეტულ კომპანიაზე არსებობს კონკრეტული შემთხვევა მოიტანონ დადონ და თუ არ არის რეაგირება მერე ვილაპარაკოთ, კიდევ გიმეორებთ რომ რაც ამ ქვეყანაში კერძო საკუთრება გამოცხადდა იქიდან მოყოლებული დღემდე ბიზნესი  ესეთი თავისუფალი არ ყოფილა”-განაცხადა მაჭავარიანმა.