{{ARTICLEIMAGE}}ელექტრომობილების მწარმოებელმა კომპანია ტესლამ გასული წლის შედეგები შეაჯამა. ანგარიშში ნათქვამია, რომ კომპანიამ 2018 წლის ბოლო კვარტალში თითქმის 90 000 ავტომობილი ააწყო და წარმოების მაშტაბები რამდენიმე პროცენტით გაზარდა.სულ, გასულ წელს კონცერნმა აწარმოა და ბაზარზე გასაყიდად გამოიტანა დაახლოებით 300 000 ავტომობილი. ეს იმაზე მეტია, ვიდრე ყველა წინა წლის წარმოების მოცულობა ერთად აღებული.
თუმცა საქმე არც ისე კარგად არის, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. კონცერნმა გასულ წელს ყველა მოდელზე ფასების კლების შესახებ გამოაცხადა. ყოველი მოდელის ფასმა 2000 დოლარით დაიკლო. ეს ნაბიჯი ტესლამ იმ ლგოტების შემცირების საკომპენსაციოდ გადადგა, რაც ელექტრომობილების მყიდველებს მანამდე ჰქონდათ.
კომპანიის მიერ წარმოებული ავტომობილების თითქმის 50 % Tesla Model 3 – ზე მოდის. ამ მოდელის საბაზო ვერსია აშშ–ში 35 000 დოლარი ღირს. მას დამუხტვის გარეშე 418 კილომეტრის გავლა შეუძლია. 96 კილომეტრ საათში სიჩქარეს კი 5.6 წამში ავითარებს.Model 3–ის წარმოება რიგი პრობლემების გამო გარკვეული დროის განმავლობაში შეზღუდული იყო, თუმცა ამჟამად კალიფორნიის ქარხანა ამ მოდელს უკვე სტაბილურად უშვებს.Model 3 ტესლას მასობრივი წარმოების პირველი მოდელია. ამ მცდელობამ საწყის ეტაპზე რიგი შეცდომები გამოიწვია.
საქმე იმაშია, რომ კომპანია მეტისმეტად დიდ იმედებს ამყარებდა რობოტებზე და ავტომატიზაციის ხარჯზე წარმოების დაჩქარება სურდა. 2019 წლისთვის კომპანიამ ყველა პრობლემა მოაგვარა და ეფექტური საწარმოო ხაზი ააწყო. რამდენიმე დღის წინ Tesla –ს გვერდზე გამოქვეყნდა ვიდეორგოლი, რომელზეც ჩანს როგორ აწყობენ Model 3 –ს.