ესპანეთმა ტარიელ ონიანის ექსტრადირების მოთხოვნით რუსეთს ოფიციალურად მიმართა

ესპანეთის პროკურატურამ რუსეთს ე.წ. კანონიერი ქურდის ტარიელ ონიანის ექსტრადირების მოთხოვნით ოფიციალურად მიმართა.

ესპანეთში ტარიელ ონიანს ბრალად ფულის გათეთრება ედება.ესპანეთის პროკურატურა ტარიელ ონიანისთვის 8-წლიან პატიმრობას ითხოვს.

2005 წელს ესპანეთში ფართომასშტაბიანი ოპერაცია ჩატარდა, მაშინ ესპანელმა სამართალდამცველებმა 30-მდე ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი დააკავეს. ონიანმა ესპანეთიდან გაქცევა მოახერხა.