ესპანეთსა და შვედეთში კორონავირუსი დადასტურდა

ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევები დადასტურდა ესპანეთსა და შვედეთში. ესპანეთის ჯანდაცვის ოფიციალური პირების ცნობით, პირი, რომელიც დაინფიცირდა, გერმანიაში იმავე შეხვედრას ესწრებოდა, რომლის დროსაც გერმანიის მოქალაქეები დაავადნენ. შეხვედრაზე ტრენინგს ჩინეთის მოქალაქე ატარებდა.

რაც შეეხება შვედეთს, ახალგაზრდა ქალი ჩინეთში, უხანის პროვინციაში ტურისტული მიზნით იმყოფებოდა. ექიმების თქმით, მას მწვავედ გამოხატული სიმპტომები არ აქვს.

შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსით ამ დროისთვის 259 ადამიანია დაღუპული. დადასტურებულად ინფიცირებულთა რაოდებობამ 12 000-ს მიაღწია.