ესპანეთში კორონავირუსის გამო საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის სპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგზე განაცხადა.
ჩიქოვანის თქმით, გარდაცვლილი ქალი 74 წლის იყო და მას ქრონიკული დაავადებები ჰქონდა.
“პერმანენტულ კონტაქტზე ვართ ოჯახთან. დიპლომატიური სამსახური ეხმარება ყველა საჭირო პროცედურების მოგვარებაში”, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.