‘BMW Club Georgia’-ს ორგანიზებით 9 ივნისისს თბილისი, წლის ყველაზე დიდ საავტომობილო და საერთაშორისო ივენთს –” BMW Fest 2019”
სპეციალურად ამ დღისთვის ”BMW“-ს კოლონებით ჩამოდიან მთელი საქართველოდან და მეზობელი ქვეყნებიდან. 17 საათზე მოხდება ”BMW“-ს კოლონით მსვლელობა თბილისის ცენტრალურ გამზირებზე, რომელიც ფიქსირდება მსოფლიო რეკორდად – ქალაქში ყველაზე მეტი ერთი ბრენდის ავტომობილის გავლის. ღონისძიება სტარტს აგრარული უნივერსიტეტიდან აიღებს.
შარშან დაფიქსირდა მსოფლიო რეკორდი 830+ ”BMW“-თი, სადაც 100-ზე მეტი სტუმარი იყო ჩამოსული. წელს კი წინასწარი ინფორმაციით სხვადასხვა ქვეყნიდან 200-მდე სტუმარი ჩამოდის. ლილო მოლის ტერიტორიაზე ფესტივალის ფარგლებში ასევე ეწყობა საქართველოს დრიფტის სერიები, სადაც მონაწილეობას იღებს 30-მდე პროფესიონალი თუ მოყვარული დრიფტერი.
დრიფტი არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი და სანახაობრივი სპორტი, რაც ჩვენს ახალგაზრდებში დიდი პოპულარულობით სარგებლობს. ღონისძიების მთავარი მიზანია, რომ ახალგაზრდობა უსაფრთხოდ გაერთოს და ადრენალინი დახარჯოს ჩვენს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე და არა თბილისის ქუჩებში, რაც სამწუხაროდ ხშირად ფატალურად მთავრდება.საღამოს ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება წლის საუკეთესო ”BMW“-ს კონკურსი, წლის საუკეთესო ხელოსნების კონკურსი და უამრავი მხიარული თამაში, სადაც მონაწილეობას მიიღებენ ავტო-მოტო გუნდები და დამსწრე საზოგადოება.