ეჭვი არ მეპარება რომ გახარია გვერდით საკანში დაამთავრებს, იქ, სადაც მისი წინამორბედი ზის- ხიდაშელი

ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ გახარია გვერდით საკანში დაამთავრებს, იქ, სადაც მისი წინამორბედი ზის, – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში 7 VS 1” თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა.

როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, საჯაროდ ჩადენილ დანაშაულებს ხალხი არც ერთ ხელისუფლებას არ პატიობს.

„ერთადერთ კითხვას ვსვამ იმ დღის შემდეგ, რაც კობახიძე გადადგა – დავინახეთ ხელისუფლებამ რა ფასი მოითხოვა კობახიძის თავში, ახლა მთავარი კითხვაა, რა ფასს ითხოვს გახარიაში? გამოცდილება გვეუბნება, რომ ეს ფასი, როგორც წესი, იზრდება ხოლმე. 7 ნოემბრის ფასი ერთი იყო, სააკაშვილი გადადგა, ყველას კარგად გვახსოვს, 26 მაისის ფასი გაცილებით უფრო მაღალი გამოდგა, რადგან, სამწუხაროდ, გვყავდა გარდაცვლილები. აქ ერთადერთი კითხვა ეს არის, თორემ გახარია რომ გვერდზე საკანში დაამთავრებს, იქ, სადაც წინა მინისტრი ზის, ამაში ერთი წამით ისევე არ მეპარება ეჭვი, იმიტომ, რომ ამ უსამართლო ქვეყანაშიც კი, რომელშიც ვცხოვრობთ, ეს არის მასობრივად ჩადენილი დანაშაული შენი ხალხის მიმართ, თან განსაკუთრებული სისასტიკით და საჯაროდ, არ ეპატიებათ! ყველაფერი ეპატია წინა ხელისუფლებას 7 ნოემბრის და 26 მაისის გარდა, რადგან საჯაროდ, გაცხადებულად, ცინიკურად ჩანდენილ დანაშაულებს ვერც ერთი ხელისუფლება ვერ პატიობს და ვერც გახარიას ვერ აპატიებს შემდეგი, თუ გავრილოვი არ მოვიდა ხელისუფლებაში“, – განაცხადა ხიდაშელმა.