“ეთნიკურად აზერი”-ირაკლი ღარიბაშვილი მარნეულის მერობის კანდიდატზე

ქართული ოცნების პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობების შუალედურ არჩევნებზე “ქართული ოცნების” კანდიდატები წარადგინა. მარნეულის მერად კენჭს ზაურ დარგალი იყრის. ირაკლი ღარიბაშვილი :” ზაურს აქვს დიდი გამოცდილება ქვემო ქართლში მუშაობის. ის არის ნათელი სახე, ეთნიკურად აზერი, ჩვენი სამშობლოს საამაყო შვილი “

კანდიდატის წარდგენისთანავე სოციალურ ქსელში გამოჩნდა ფოტოები, რომლითაც ოცნების წევრის ნაციონალური წარსული გაიხსენეს. ფოტოზე ქართული ოცნების კანდიდატს ნაციონალური მოძრაობის ხუთნომრიანი მაისური აცვია.