ეტყობა, ჩვენმა პრემიერმა სტაჟიორის გამოცდა ვერ ჩააბარა და სამსახურში არ ტოვებენ, – ასე გამოეხმაურა დამოუკიდებელი დეპუტატი, დავით ჭიჭინაძე შესაძლო სამთავრობო ცვლილებებზე გავრცელებულ ინფორმაციას.
ჭიჭინაძის განცხადებით, მნიშვნელობა არ აქვს, ვის მიიყვანენ ახალ სტაჟიორად.
„ვფიქრობ, ეს არის ყველაზე არასერიოზული პროცესი ქვეყანაში. რამდენადაც პარადოქსული არ უნდა იყოს, პრემიერის კანდიდატურაზე ვსაუბრობთ და მე მას საერთოდ სტაჟიორს ვეძახი. არის ასეთი თანამდებობები, სამინისტროებში სტუდენტებს სტაჟიორად იღებენ, თუ ისწავლა და მოეწონათ სამსახურში ტოვებენ. სამწუხაროდ, ჩვენმა პრემიერმა ეტყობა, ეს სტაჟიორის გამოცდა ვერ ჩააბარა და სამსახურში არ ტოვებენ. რა მნიშვნელობა აქვს, ვის მოიყვანენ ახალ სტაჟიორად“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.