“ეტყობა კლიჩკომ არ იცის კარგად, რომ რამდენიმე მძიმე მუხლით არის გასამართლებული” – ეს განცხადება ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრმა გია ვოსლკიმ მიხეილ სააკაშვილის შესახებ გააკეთა.
„როგორც ვიცი, ქალაქის მერმა, კლიჩკომ შესთავაზა პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა. ეტყობა კლიჩკომ არ იცის კარგად, რომ რამდენიმე მძიმე მუხლით არის გასამართლებული და ამასთან დაკავშირებით, რასაკვირველია, თავის პოზიცია გააჩნია. მაგრამ, მე ვფიქრობ, რომ მცდელობა იმისა, რომ ყველაფერი სააკაშვილის გარშემო ტრიალებს და ეს არის თემა მთავარი დღეს, მით უმეტეს საქართველო-უკრაინის ურთიერთობაში, არის მცდარი,“ – განაცხადა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ საქართველოს ექსპრეზიდენტს თავისი პოლიტიკური მოძრაობის ხელმძღვანელობა შესთავაზა. სააკაშვილისგან მას დასტური ჯერჯერობით არ მიუღია, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გადაწყვეტილების მისაღებად მხარდამჭერებს თხოვნით მიმართა, დააფიქსირონ პოზიცია მიიღოს თუ არა კლიჩკოს გამოწვევა.