ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია დასრულდა. უსაფრთხოება, ეკონომიკა, გარემოს დაცვა და ადამიანის უფლებები, მედიის თავისუფლება და საარჩევნო პროცესები – ეს ის საკითხებია, რომლებზეც პლენარულ და საკომიტეტო სხდომების ფორმატში 56 ქვეყნის 300-მდე პარლამენტის წევრმა დისკუსიები გამართა. ქართველმა კანონმდებლებმა საკომიტეტო და ორმხრივ შეხვედრებზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასა და აღნიშნულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე უცხოელ კოლეგებს ინფორმაცია მიაწოდეს და საერთაშორისო ინსტრუმენტების ჩართვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ზამთრის მე-18 სესია 21-22 თებერვალს, ავსტრიის დედაქალაქში გაიმართა.














