ევროინტეგრაციის კომიტეტის სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. დაპირისპირება „ევროპული საქართველოს” დადგენილების პროექტის განხილვას მოჰყვა.
კამათი „ევროპული საქართველოს” წევრი გიგა ბოკერიასა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავას შორის მოხდა.
„ეს არის თქვენი დღის წესრიგი, რომ არასდროს არ მოისმინოთ, რა პოზიცია გვაქვს ჩვენ. ჩვენი ქვეყნისთვის დღეს მთავარია სტაბილურობა და უსაფრთხოება. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ძალიან მაღალ დონეზე იდგეს. ამაზე თქვენი კარნახი და ყიჟინა არ გვჭირდება. გავიგეთ თქვენი დესტრუქციული ამოცანა რაც არის. ჩვენი ამოცანაა, თქვენს დესტრუქციულ ძალას არ გადავაყოლოთ მთელი ქვეყანა,”- განაცხადა სოფიო ქაცარავამ.