ევროკავშირი მოსკოვში მშვიდობიანი მოქალაქეების დაკავებას გმობს. როგორც ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურის პრესსპიკერის მაია კოსიანჩიჩის განცხადებაშია აღნიშნული, ევროპა მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს ეუთოს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე აღებულ ვალდებულებებს და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ამის მიხედვით ჩაატაროს.
„მოსკოვში 1000-ზე მეტი მშვიდობიანი დემონსტრანტი დააკავეს, მათ შორის ცნობილი ოპოზიციონერები და ჟურნალისტები. ისინი თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებს ითხოვდნენ. მოსკოვში დაკავებები და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის არაპროპორციულად გამოყენება, კიდევ ერთხელ სერიოზულად უთხრის ძირს გამოხატვის და შეკრებების ფუნდამენტურ თავისუფლებებს. ეს ფუნდამენტური უფლებები უზრუნველყოფილია რუსეთის კონსტიტუციით და ჩვენ ველოდებით რომ მათ დაიცავენ“, – წერია მაია კოსიანჩიჩის განცხადებაში.
მოსკოვში, ჟურნალისტ ივან გოლუნოვის მხარდამჭერ აქციაზე, პოლიციამ 1000-ზე მეტი ადამიანი დააკავა. ამის შესახებ მონიტორინგის ჯგუფი OVD Info იუწყება. პროტესტის მონაწილეები, რომლებიც ივან გოლუნოვის საქმის დახურვიდან მეორე დღეს რუსეთის დედაქალაქში შეიკრიბნენ, ჟურნალისტის საქმის მონაწილე პოლიციელების დასჯას ითხოვდნენ. რუსული მედიის თანახმად, დაკავებულებს შორის ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი და მისი პრესსპიკერი არიან მათ შორის იყვნენ ჟურნალისტებიც.