ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა ფინეთი გახდა

ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა ფინეთი გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ 6 თვის განმავლობაში მისთვის პრიორიტეტულ საკითხებს განახორციელებს, როგორიცაა კლიმატური პრობლემები და საიმიგრაციო პოლიტიკა.

ფინეთამდე თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსი რუმინეთს ჰქონდა.

ევროკავშირის ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე ფინეთს თავმჯდომარეობა მიულოცეს, ხოლო რუმინეთს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადეს.