ევროპარლამენტარები სალომე ზურაბიშვილს უგულავას შეწყალებისკენ მოუწოდებენ

თერთმეტი ევროპარლამენტარი საქართველოს პრეზიდენტსტ წერილს უგზავნის და მოუწოდებს მისი კონსტიტუციური უფლება გიგი უგულავას შესაწყალებლად გამოიყენოს.

სხვადასსხვა პარტიის წევრი  ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ საქართველოში პოლარიზაციის გაზრდის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი, სწორედ, უგულავას დაპატიმრება იყო. ამიტომ, მათი თქმით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის არსებული შეთანხმების შესრულების ტესტად უგულავას გათავისუფლება განიხილება.

“შეთანხმების ზედმიწევნით შესრულება აუცილებელია საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის დეესკალაციისა და ნორმალიზაციისთვის საპარლამენტო არჩევნების წელს…

ჩვენი რწმენით, ასეთი ქმედება იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი სიტუაციის სრული ნორმალიზაციისკენ, რასაც საქართველოს მეგობრები მოველით”— ნათქვამია წერილში, რომელიც ევროპარლამენტარმა, ანა ფოტიგამ ტვიტერზე გამოაქვეყნა.