ჩეჩენ ბლოგერს, ტუმსო აბდურახმანოვს, რომელიც ჩეჩნეთის ლიდერს, რამზან კადიროვის აკრიტიკებს და ,,იუთუბზე” მილიონობით ნახვას აგროვებს, პოლონეთში თავს დაესხნენ და მისი მოკვლა სცადეს.
აბდურახმანოვმა ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, რომ მის თავდამსხმელს სისხლი სდის, მას შემდეგ რაც აბდურახმანოვმა ის მოიგერია. მას ხელში ჩაქუჩი უჭირავს, რომელიც, მისი თქმით, თავდამსხმელმა ჩაარტყა და მოკვლას უპირებდა.
ვიდეოში აბდურახმანოვი კაცს ეკითხება , ვინაა, ვინ გამოგზავნა მის მოსაკლავად და საიდან, რაზეც ის პასუხობს ,,მოსკოვიდან, მათ დედაჩემი ჰყავთ”.
უფლებადამცველმა ფონდის Vayfond-ის წევრი, ამინა სადულაევა ამბობს, რომ პოლიციის მისვლამდე ბლოგერმა ბევრი სისხლი დაკარგა და თითქმის უგონო მდგომარეობაში იყო.
აბდურახმანოვს ჩეჩნეთიდან გაქცევა 2015 წელს მოუწია, მას შემდეგ, რაც მას კადიროვის ნათესავთან კონფლიქტი მოუვიდა და მას ემუქრებოდნენ.
მან თავშესაფარზე უარი უთხრა როგორც საქართველომ, ისე პოლონეთმა.