“უმცროსმა ბორჯღალოსნებმა” რუსეთი 64:10 დაამარცხეს და ფინალში გავიდნენ

კალინინგრადში მიმდინარე ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა რუსეთი  64:10 დაამარცხა და  ევროპის ჩემპიონატის ფინალში მოხვდა.  ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში  ბორჯღალოსნებმა რუსებს 10 ლელო გაუტანეს. ევროპის ჩემპიონატის ფინალი 20 აპრილს გაიმართება,  სადაც საქართველო ესპანეთს დაუპირისპირდება.