ევროპის ყველაზე შემოსავლიანი საფეხბურთო კლუბები. “ბარსელონა“ ლიდერია

საფეხბურთო კლუბმა “ბარსელონამ“ გასულ სეზონზე შემოსავლებით ევროპის ყველა საფეხბურთო კლუბს გაუსწრო. კომპანია Deloitte–ს მონაცემებით კატალონიის საფეხბურთმა გუნდმა გასულ სეზონზე 840.8 მილიონ ევროზე მეტი გამოიმუშავა და მის მარადიულ კონკურენტს, მადრიდის “რეალს“ (757.3 მლნ. ევრო) გაუსწრო.

“მანჩესტერ იუნაითედმა“ 711 მილიონი ევროთი მესამე ადგილი დაიკავა, თუმცა ანალიტიკოსები გვაფრთხილებენ, რომ ამ სეზონზე მან შესაძლოა ინგლისის პრემიერ ლიგის ყველაზე შემოავლიანი კლუბის სტატუსი დაკარგოს.

ევროპის ყველაზე შემოსავლიანი საფეხბურთო კლუბების ათეული ასე გამოიყურება:

1. ბარსელონა – 840.8 მილიონი ევრო
2. მადრიდის “რეალი“– 757.3 მილიონი ევრო
3. “მანჩესტერ იუნაითედი “– 711.5 მილიონი ევრო
4. მიუნჰენის “ბავარია“– 660.1 მილიონი ევრო
5. “პარი სენ–ჟერმენი“ 635.9 მილიონი ევრო
6. “მანჩესტერ–სითი“ – 610.6 მილიონი ევრო
7. “ლივერპული“ – 604.7 მილიონი ევრო
8. “ტოტენჰემ ჰოთსპური“ – 521.1 მილიონი ევრო
9. “ჩელსი“– 513.1 მილიონი ევრო
10. “იუვენტუსი“ –459.7 მილიონი ევრო
11. “არსენალი“ – 445.6 მილიონი ევრო
12. “დორტმუნდის ბორუსია“– 377.1 მილიონი ევრო
13. მადრიდის “ათლეტიკო“– 367.6 მილიონი ევრო
14. მილანის “ინტერი“– 364.6 მილიონი ევრო
15. “შალკე–04“324.8 – მილიონი ევრო

წელს Deloitte–ის ანგარიშით რეკორდული სხვაობა დაფიქსირდა პირველ და მეორე ადგილზე გასულ კლუბებს შორის – 83 მილიონი ევრო. “ბარსელონას“ ამხელა უპირატესობით პირველ ადგილზე გასვლა იმით აიხსნება, რომ კატალონიურმა კლუბმა საკუთარ ხელში აიღო მერჩენდაიზინგზე (მათ შორის ატრიბუტიკით ვაჭრბაზე) და ლიცენზირებაზე კონტროლი.

Deloitte–ის წარმომადგენლის, დენ ჯონსის წარმომადგენლის განცხადებით ბარსელონა მაგალითია, თუ როგორ უნდა ადაპტირდეს კლუბი ბაზრის ცვალებად პირობებთან.მისი თქმით, კატალონიელები სულ უფრო ნაკლებად არიან დამოკიდებული სატელევიზიო ტრანსლაციების კონტრაქტებზე და აქცენტს შემოსავლის იმ წყაროებზე აკეთებენ, რომელთა კონტროლი თავად შეუძლიათ.

Deloitte–ის ვარაუდით ბარსელონა ლიდერობას მომავალ სეზონზეც შეინარჩუნებს და უახლოეს წლებში თავის მიზანს – წელიწადში 1 მილიარდი დოლარის შემოსავალს მიაღწევს.
Deloitte–ის რეიტინგი თავად კლუბების მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშებს ეფუძნება.

შემოსავლის მთავარ წყაროდ კვლავ მატჩების ჩვენების უფლებების გაყივდის შესახებ კონტრაქტებია – გასულ წელს კლუბებმა შემოსავლის 44% სწორედ ამ გზით მიიღეს.

მართალია მანჩესტერ იუნაითედის შემოსავალი წინა სეზონზე გაიზარდა, მომავალ სეზონზე მისი კლებაა მოსალოდნელი. პირველ რიგში ამის მიზეზი ის არის, რომ კლუბი ჩემპიონთა ლიგაში ვერ გავიდა.
Deloitte–ის პროგნოზებით მომავალ წელს კლუბმა შეიძლება ინგლისის ფინანსურად ყველაზე წარმატებული კლუბის პოზიცია დათმოს.

არსენალის მოკრძალებული 11–ე ადგილი იმით აიხსნება, რომ გუნდი უკვე მეორე წელია ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრას ვერ ახერხებს.