„ევროპულმა საქართველომ“ და „თავისუფალმა დემოკრატებმა“ ბლოკი შექმნეს და მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში დეპუტატობის საერთო კანდიდატად შალვა შავგულიძე წარადგინეს. განცხადება პარტიის ლიდერებმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთეს. როგორც შალვა შავგულიძე ამბობს, ორმა პარტიამ პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე უარი თქვა და მათი მიზანი დღეს ავტორიტარული მმართველობის დასრულებაა. განცხადება გააკეთა გიგი უგულავამაც, რომელიც ამბობს, რომ შავგულიძის შუალედურ არჩევნებში გამარჯვება „ქართული ოცნების“ -ხელისუფლებიდან წასვლის დასაწყისი იქნება.
მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნები 19 მაისს გაიმართება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, არჩევნები 31 საარჩევნო უბანზე გაიმართება, სადაც სულ 43 868 ამომრჩეველია რეგისტრირებული
„ჩვენ ორმა პოლიტიკურმა პარტიამ გადავწყვიტეთ შევქმნათ საარჩევნო ბლოკი რომლითაც წარვდგებით ამომრჩევლის წინაშე შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში მთაწმინდაზე. ეს იქნება ჩვენი პოლიტიკური სტრატეგიული თანამშრომლობის დასაწყისი, რომელიც დაეფუძნება ქვეყნის განვითარების საერთო ხედვას, საერთო ღირებულებებს და მიზნებს როგორებიც არის ავტორიტარული მმართველობის დაუშვებლობა, სამართლიანობის უზენაესობის დამკვიდრდება. ხელისუფლების შტოებს შორის კონტროლისა და ბალანსის რეალური ბალანსის ამოქმედება. ქვეყნის მართვა კონსტიტუციურ კონტროლს დაქვემდებარებული მცირე მაგრამ ეფექტური მთავრობის მეშვეობით,“-განაცხადა შალვა შავგულიძემ.
მთაწმინდის ოლქში შალვა შავგულიძის გამარჯვებაში ეჭვი არ ეპარება „ევროპული საქართველოს” ხოლო გიგი უგულავას განცხადებით ეს გამარჯვება იქნება დასაწყისი იმის რომ “ქართული ოცნება” ხელისუფლებიდან წავიდეს.
„ჩვენი ქვეყანა შევიდა ძალიან მძიმე ცვლილებების ეპოქაში. შალვა შავგულიძე იქნება ამ ცვლილებების პირველი მერცხალი. ჩვენი თანამშრომლობა არის გრძელვადიანი. ჩვენი თანამშრომლობა არის სტრატეგიულ. ჩვენ, „ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ სხვადასხვა პოლიტიკური ნაპირიდან მოვდივართ. ჩვენ არ გვაკავშირებს საერთო პოლიტიკური წარსული მაგრამ გვაკავშირებს საერთო ღირებულებები, ფასეულობები, აწმყოს ანალიზი და მომავლის ხედვა. ის შუღლი გაუტანლობა, რომელსაც თესავს „ქართულ ოცნება“ უნდა დასრულდეს,“- განაცხადა გიგი უგულავამ.
{{VIDEO}}