“ბიუჯეტს მხარს არ ვუჭერთ, ბოიკოტს ვაცხადებთ და არ მივიღებთ საკრებულოს ხვალინდელ სხდომაში მონაწილეობას”, – აცხადებს თბილისის საკრებულოს წევრი დავით ჟღენტი.
“ჩვენ ვხედავთ, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში ქვეყანაში გაუარესდა ეკონომიკური და ფინანსური მდგომარეობა. მიუხედავად ყველაფრისა, “ქართულმა ოცნებამ” უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და უნდა გააუმჯობესოს სოციალური მდგომარეობა. ჩვენ ვხედავთ, ამ ფონზე ხორციელდება ისევ და ისევ ბიუროკრატიული ხარჯების გაზრდა, ანუ იმ მთავარი მოთხოვნების და პრობლემების მოგვარება, რაც აწუხებს ჩვენს თანამოქალაქეებს, არ ხორციელდება. ვხედავთ, გაუფასურებული ლარის შემთხვევაში, თუ რა პირობებში უწევს ჩვენს სოციალური სტატუსის მქონე პირებს ცხოვრება. მერია არ იღებს პასუხისმგებლობას, იზრუნოს იმ ადამიანებზე, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებათ მზრუნველობა. რა თქმა უნდა, ჩვენ არ მივიღებთ აღნიშნულ საკრებულოს სხდომაში მონაწილეობას და ბოიკოტს ვაცხადებთ და რა თქმა უნდა, აღნიშნულ ბიუჯეტს არ ვუჭერთ მხარს”, – ამბობს ,,ევროპული საქართველოს” წევრი.