„ევროპული საქართველო“ დღევანდელ პლენარულ სხდომას ბოიკოტს უცხადებს

„ევროპული საქართველო“ დღევანდელ პლენარულ სხდომას, სადაც  მთავრობის ახალ შემადგენლობა უნდა დაამტკიცონ, ბოიკოტს უცხადებს.

„დღეს პარლამენტში „ქართულმა ოცნებამ“ რა მასკარადიც უნდა ჩაატაროს, ვფიქრობ, რომ ეს არ ემსახურება ქართველი ხალხის ინტერესებს. კითხვები, რაც გახარიას მიმართ არსებობს, ძალიან ნათელია – ეს უკავშირდება 20 ივნისის „გავრილოვის სისხლიან ღამეს“, ია კერზაიას, სარალიძის და სხვა ძალიან ცნობილ საქმეებს, სადაც პირდაპირ გახარია არის პასუხისმგებელი. რაც შეეხება ქვეყნის მდგომარეობას, ეს ასახულია სავალუტო ჯიხურების ტაბლოებზე, ეს არის ჩვენი ქვეყნის სრული უპერსპექტივობა, სიღარიბე, უმუშევრობა და ფასებს ზრდა. ქართულმა საზოგადოებამ ძალიან კარდად იცის, ვიდრე ქვეყანას „ქართული ოცნება“ მართავს, სიღარიბისა და გაჭირვების საშველი არ იქნება. ამიტომ გამოსავალია საპარლამენტო არჩევნების გზით ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოცილება“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ამ წუთებში საკანონმდებლო ორგანოში პლენარული სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს.