„ევროპული საქართველო“ ოპოზიციურ პარტიებს მიმართავს, „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციაში არ შევიდნენ

„ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ ახალი ინიციატივით გამოდიან და ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებენ, ხმამაღლა განაცხადონ, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ “ქართულ ოცნებასთან” კოალიციას  არ შექმნიან.

ამის შესახებ  განცხადება დღეს გამართულ ბრიფინგზე გიგი უგულავამ, გიგა ბოკერიამ და სანდრო ბარამიძემ გააკეთეს.

” ჩვენ გვინდა ჩვენს კოლეგა ოპოზიციურ პარტიებს შევთავაზოთ და წინასაარჩევნოდ მკაფიოდ განვაცხადოთ ჩვენი ამომრჩევლის წინაშე, რომ არჩევნების შემდეგ ივანიშვილის „ოცნებას“ არ შევუქმნით მთავრობას, დავამსხვრევთ ივანიშვილის ძალაუფლების მონოპოლიას – ძალაუფლების მონოპოლიას სასამართლოში, პროკურატურაში, მედიაში. მკაფიოდ უნდა განვაცხადოთ, რომ არჩევნების შემდეგ ივანიშვილის „ოცნებასთან“ არ შევალთ კოალიციაში. ცალკე აღებული ივანიშვილის მთავრობა 50%-ს ვერ აიღებს და ეს შესაძლებელს გახდის არეულობის და ქაოსის გარეშე ჩამოვაშოროთ ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას,”- განაცხადა  უგულავამ.