პარლამენტში, „ევროპული საქართველოს“ წევრები მათ მიერ დაკავებულ თანამდებობებსა და პარლამენტის კომიტეტებს ტოვებენ. „ევროპულ საქართველოში“ შემავალი ფრაქციების წევრებმა პარლამენტს შესაბამისი თანამდებობების დატოვების შესახებ განცხადებით უკვე მიმართეს.
სერგი კაპანაძე განათლების, მეცნიერების და კულტურის და ევროინტეგრაციის კომიტეტებს ტოვებს.
ელენე ხოშტარია კი – ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს დეპუტატები ლაშა დამენია და ლელა ქებურია ტოვებენ. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრები კი აღარ იქნებიან ირაკლი აბესაძე და ოთარ კახიძე. ოთარ კახიძე საფინანსო – საბიუჯეტო კომიტეტსაც ტოვებს.
ბიურომ დღევანდელ სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებები მათ მიერ კომიტეტების დატოვების თაობაზე ცნობად მიიღო.