“ევროპული საქართველოს” წევრის მეუღლეს აუზზე კამათის შემდეგ გასახდელში თავს დაესხნენ

ევროპული საქართველოს წევრის, ნინო იმედაშვილის მეუღლეს, ლაშა ბრეგვაძეს, სასტუმრო რედისონში, საცურაო აუზზე თავს დაესხნენ. ინფორმაციას “ტაბულა” ავრცელებს. მათი ინფორმაციით, კამათი რელიგიურ და პოლიტიკურ ნიადაგზე დაიწყო,რის  შემდეგ სამი მამაკაცი ლაშა ბრეგვაძესგასახდელში თავს დაესხა.

“ჩემმა მეუღლემ გამოთქვა კრიტიკული აზრი, რომ რელიგია არ უნდა იყო აფარებული პოლიტიკას. რაზეც აგრესიით უპასუხეს. საუბარი გაგრძელდა, ჩავიდნენ ასლან აბაშიძემდე. ჩემმა მეუღლემ აბაშიძეს შეაგინა, რაზეც მამაკაცები გაღიზიანდნენ. ინციდენტი ადგილზე განიმუხტა. თუმცა, შემდეგ გასახდელში დახვდნენ სამივე. ერთმა მოუქნია დანა, ჩემმა მეუღლემ აიცილა. მეორემ უკნიდან მოუქნია სავარაუდოდ დანა და მოხვდა თავის არეში”, – განაცხადა ნინო იმედაშვილმა “ტაბულასთან”.

ამ წუთებში ლაშა ბრეგვაძე დაკითხვაზე იმყოფება.