ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე „ჩაკრულო“​​ აჟღერდა

მამუკა ბახტაძის  ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლამდე, დარბაზში ქართული ფოლკლორი აჟღერდა.  ევროსაბჭოში ანსამბლმა რუსთავმა „ჩაკრულო“​​ შეასრულა. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამუშაო ვიზიტით სტრასბურგში იმყოფება. მამუკა ბახტაძის სიტყვით გამოსვლა სიმბოლურად საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების 20 წლისთავს ეძღვნება.