ეზო ფესტივალი კამპანიას #spendyoursummeringeorgia უერთდება. ფესტივალის სეზონის დახურვაზე “ეზო” ტურისტებს 100 უფასო მოსაწვევს აჩუქებს. ამის შესახებ მზესუმზირა სოციალურ ქსელ Facebook-ზე წერს.
“ტურისტებს, რომლებიც ჯერ კიდევ ყოყმანობენ, ეწვიონ თუ არა საქართველოს! ეზო ფესტივალი საჩუქრად გასცემს მოსაწვევებს ფესტივალის დახურვისთვის (ივენთი) იმ ტურისტებზე, რომლებიც ამ პერიოდში საქართველოში იქნებიან. გამარჯვებული იქნება პირველი 100 ტურისტი, რომელიც ამ პოსტის ქვეშ დაწერს კომენტარს. გამარჯვებულებს დავუკავშირდებით და გადავცემთ მოსაწვევებს. ამით ეზო ფესტივალი უერთდება კამპანიას #spendyoursummeringeorgia. ჩვენ, კომუნა მზესუმზირას, გვჯერა, რომ მომავალი დასავლურ ღირებულებებში და იმ ხალხშია, რომელმაც ჩამოაყალიბა ესღირებულებები. გვჯერა რომ ჩვენი მიზნების მიღწევა მხოლოდ მათთან ერთადაა შესაძლებელი.”- წერენ ფესტივალის ორგანიზატორები.
ორგანიზატორები ასევე წერენ რომ დააჯილდოებენ პირველ 100 ტურისტს, რომელიც პოსტზე დააკომენტარებს.