საერთაშორისო სავაჭრო პალატა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს პოლიტიკური დაკვეთის შესრულებაში ადანაშაულებს და მის გადადგომას მოითხოვს. პალატის სახელით განცხადება დღეს ფადი ასლიმ გააკეთა. ის მოუწოდებს ეროვნული ბანკის თავმჯდომარეს, თავს ნუ დაუხრის ზეწოლას ბანკის დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად, რადგან ეროვნული ბანკი უკანასკნელი დამოუკიდებელი ინსტიტუტია ქვეყანაში.
“იმ შემთხვევაში, თუ ვერ გაუძლებს ზეწოლას, ვურჩევთ გადადგეს, რომ შეინარჩუნოს პატიოსანი კაცის რეპუტაცია. თუ გააგრძელებს იმის კეთებას, რასაც ბოლო კვირებია, აკეთებს, ამით შელახავს საკუთარ რეპუტაციას და ზიანს მიაყენებს თავის სამომავლო პროფესიულ საქმიანობას”,ამბობს ფადი ასლი.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს სურს, ხელში ჩაიგდოს “თიბისი ბანკი” და ანაკლიის პორტი.
“თიბისი-სთან” დაკავშირებით ამის გაკეთებას ბანკის ყიდვით კი არ აპირებს, არამედ ხელმძღვანელისა და მისი მოადგილის გადაყენებით. შემდეგი ნაბიჯი იქნება მენეჯმენტის ჩანაცვლება მასთან დაახლოებული ხალხით, ამისთვის გამოიყენებს ეროვნულ ბანკს. იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც გვაქვს, ივანიშვილის მიზანია, დაეხმაროს რუსულ კომპანიებს, თავი აარიდონ სანქციებს. დაზვერვის გაერთიანება, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, უკვე ინფორმირებულია ბიძინა ივანიშვილის გეგმების შესახებ. ეს საშიში თამაშია და საქართველოს რეპუტაციას შელახავს”, ამბობს ფადი ასლი.
რაც შეეხება ანაკლიის პორტს, ფადი ასლის ვარაუდი ასეთია:
“ჩვენი დაზვერვის გაერთიანების ინფორმაციით, არსებობს ორი სცენარი – ანაკლიის პორტს საერთოდ გააჩერებს, რადგან შეიძლება რუსეთთან ინტერესთა კონფლიქტი გამოიწვიოს. მეორე სცენარია ის, რომ ივანიშვილი შეეცდება, დააშინოს ანაკლიის კონსორციუმის პოტენციური პარტნიორები. ხაზარაძისა და ჯაფარიძის დადანაშაულებით არარსებულ ფინანსურ მაქინაციაში, მსხვილი ინვესტორები ყოველთვის ატარებენ მოკვლევას მომავალი პარტნიორების შესახებ, როდესაც რაიმე საეჭვოს აღმოაჩენენ ან შეიტყობენ, რომ საქმეა, აღძრული, საქმის დაჭერისგან თავს იკავებენ”,ამბობს ფადი ასლი.
საქართველოს ეროვნული ბანკი თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოდან მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გადაყენებას ითხოვს, რისთვისაც სამეთვალყურეო საბჭოს 2-თვიან ვადას აძლევს.
ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტის 2019 წლის 13 თებერვლის სხდომაზე განხილვის შედეგად, მიღებული გადაწყვეტილება თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილისთვის ხელმოწერის უფლების შეჩერების თაობაზე.
“ამასთანავე, თიბისი ბანკის აქციონერთა კრებას მიეცა 2-თვიანი ვადა, მათი სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევისათვის. ამასთან, ეს გადაწყვეტილება არ ეხება არცერთი აქციოენერის საკუთრებაში არსებულ წილებს ბანკში.
ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია თიბისი ბანკის შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერსთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება. საკითხის შესწავლისას გამოვლინდა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა.
ეროვნული ბანკი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თიბისი ბანკი, მისი აღმასრულებელი მენეჯმენტით, ქვეყანაში და რეგიონში ერთ-ერთი წამყვანი ფინანსური ორგანიზაციაა. თიბისი ბანკი ძლიერი და მდგრადი საკრედიტო ინსტიტუტია და სრულად აკმაყოფილებს არსებულ ეკონომიკურ ნორმატივებსა და ლიმიტებს. ასევე აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის აღნიშნული საზედამხედველო გადაწყვეტილება არ არის მიმართული თიბისი ბანკზე.
თიბისი ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ სეგმენტზე დალისტული საჯარო კომპანიაა. გატარებული ღონისძიებები კიდევ უფრო გააუმჯობესებს ბანკის კორპორაციული მართვის ხარისხს, რაც თიბისი ბანკის შემდგომ განვითარებასა და ინვესტორებისათვის მიმზიდველობის გაზრდას უზრუნველყოფს”.
თიბისი სამართლებრივ ბრძოლას აპირებს. ბანკის პასუხი სებს