„მივიწევ კარებისკენ, თავში მხვდება ჯოხები, ვაღებ კარს და „შტეფცელიდან“ ვრთავ დენს“- გურამ ფალავანდიშვილი
„ქართული მარშის“ ლიდერი გურამ ფალავანდიშვილი ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“-ის ჩვენების ჩაშლის საუბრობს.
ფალავანდიშვილის თქმით, იგი კინოთეატრში შევა და შტეფცელიდან დენს გათიშავს.
„მივიწევ კარებისკენ, თავში მხვდება ჯოხები, მე ხელს არ ვანძრევ, მივდივარ, მივდივარ და ბოლოს იმდენი ვართ, რომ ყველას ვერ გვირტყამენ, ვაღებ მშვიდად, ლამაზად კარს და „შტეფცელიდან“ ვრთავ დენს“,- ამბობს ფალავანდიშვილი.
მისი თქმით, ჯერ არ იცის, სად არის „შტეფცელი“. მას სხვა ფილმზე შესვლა და შემდეგ დარბაზში დარჩენა უნდოდა, მაგრამ არ შეუშვეს.
ცნობისთვის, ფილმების ჩვენება 8-9-10 ნოემბერს გაიმართება. სეანსები 19:30 საათიდან დაიწყება და გვიან ღამემდე გაგრძელდება.
პარალელურად, „ქართული მარშის“ წარმომადგენლები აპირებენ, რომ არ დაუშვან ფილმის ჩვენება. ისინი კინოთეატრების ბლოკირებას აპირებენ.
„და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) კანის კინოფესტივალის ერთ-ერთ საკონკურსო სექციაში Director’s Fortnight, 25 ფილმს შორის მოხვდა. სიუჟეტი ახალგაზრდა მოცეკვავის შესახებ გვიყვება, რომლის ცხოვრებაც რადიკალურად მას შემდეგ იცვლება, რაც ამბიციური მეტოქე უყვარდება. ფილმის ავტორი ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორი ლევან აკინია.