ფალავანდიშვილი კონტრაქციებში მონაწილეობას აღარ მიიღებს

გურამ ფალავანდიშვილმა პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია დატოვა. მისი თქმით,ის პრაიდის მოწინააღმდეგე იყო, თბილისი პრაიდი ვერ შედგა, რის გამოც ვერ ხედავს აქციის გაგრძელების აუცილებლობას.

“მე მივდივარ, მე აღარ მინდა ყოფნა რა”- განაცხადა ფალავანდიშვილმა.

“თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გურამ ფალავანდიშვილმა განაცხადა, რომ დეოკუპაცია და გახარია არ აინტერესებს.

“აქ დგომა არ ყოფილა ჩვენ მიზანი, ჩვენი მიზანი შესრულებულია, პრაიდი არ ჩატარდა, დეოკუპაცია და გახარია მე არ მაინტერესებს. შეიძლება, ზოგი დარჩეს, ზოგს პოლიტიკური მიზანი ჰქონდეს, ჩემზე გულიანი კაცი იყოს. ვფიქრობ, ზედმეტია, არ არის საჭირო. მე ალბათ წავალ”, — თქვა ფალავანდიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პრაიდის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები პოლიციამ გაიყფვანა, ამ დროისთვის პარლამენტის შენობასთან ორივე აქცია დასრულებულია.

ანტისაოკუპაციო აქცია რუსთაველის გამზირზე საღამოს 19:00 საათზე განახლდება.