“ფარჩაკები არიან,აბსოლუტურად ყველა მისწორდებოდა ფიზიკურად”-ხაბეიშვილი მასზე თავდასხმის მიზეზებზე საუბრობს

საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი მასზე განხორციელებული ფიზიკური თავდასხმის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს და მიზეზებზე საუბრობს. ხაბეიშვილი რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია “კავკასიის” ეთერში დამლაგებლების დაბალ ანაზღაურებაზე საუბრობდა.

“მათი სტილია ლაჩრობა, ზურგიდან მოპარვა,1 ადამიანს რამდენიმე ქოცი სვავი დამესია, ვინმეს თუ გონია რომ ჩემი თვალი ან შუბლი არის პრობლემა ძაან ცდება, მე ჩემი ცხოვრება მაქვს გადადებული, ჩემი ოჯახი ბიძინა ივანიშვილთან, კალაძესთან და ქურდულ სამყაროსთან ბრძოლაში. ვინმეს თუ გონია, რომ მომერია ჯანით ერთ-ერთზე ვერ მერევიან 10-ნი მერევიან. წიხლებით რატომ შემდგენენ რა იყო მათი მიზანი? როგორ დავიცავი და როგორ გავბედე დამლაგებლებს რომ 8 ლარი აქვთ ანაზღაურება და მონებად ამუშავებენ ეს ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში როგორ მოვყევი, ფარჩაკები არიან “-აცხადებს ხაბეიშვილი.