0 ივნისის საქმეზე დაკავებულებიდან ერთ-ერთი, ლევან ჯიქური გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით 2 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა გამოაცხადა.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ლევან ჯიქურმა ბრალი ნაწილობრივ აღიარა. კერძოდ, მან განაცხადა, რომ აქციაზე იმყოფებოდა და ფარსაც იყენებდა, თუმცა, ის ჯგუფურ ძალადობას უარყოფს.
“მე დამნაშავედ არ ვცნობ თავს. რაც კადრში ჩანს, რომ მე ფარს ვიყენებ მაგ ნაწილში ვაღიარებ. რას ქვია ჯგუფური ძალადობა, სასმართლოში გავიცანი ეს ხალხი. 50 დღე ვიშიმშილე რომ ამ დღისთვის მიმეღწია. ბრალად წამიყენეს სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობა, რასაც ადგილი არ ჰქონია.
მე იქ მივედი იმის გამო, რომ იქ ხალხს ესროდნენ ტყვიებს და ვინმეს რამეში, დავხმარებოდი მეუღლესთან ერთად მივედი. ბოლოს სროლა რომ დაიწყო, შეკავების მიზნით გამოვიყენე მე ის ფარი რომ აღარ ესროლა. ფარების უკან თოფები ეჭირათ და ისროდნენ” – განაცხადა ჯიქურმა.