ფარული ჩანაწერების გავრცელების ერთადერთი მოტივაცია ფსიქოლოგიური ზეწოლაა -გედევან ფოფხაძე

“ვინც კადრებს ავრცელებს ვერ მიაღწია მიზანს”-დეპუტატი გედევან ფოფხაძე ბესელია პირადი ცხოვრების კადრების შესახებ საუბრობს.

პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გუშინ სოციალურ ქსელში კიდევ ერთხელ გავრცელდა. ეკა ბესელიას მსგავსად „ქართული ოცნებიდან“ წასული გედევან ფოფხაძე ამბობს, რომ პირადი  კადრები სხვებზეც გავრცელებულა, მაგრამ  მალევე შეწყდა. ამ შემთხვევაში კი პროცესი იმიტომ არ წყდება, რომ შემკვეთებმა და ორგანიზატორებმა მიზანს ვერ მიაღწიეს.

„ეს არის საჯარო გზავნილი ყველასთვის, ვისაც შეიძლება პერსპექტივაში ჰქონდეს, არ დაემორჩილოს ერთიან პოლიტიკურ ნებას. ეს არის პირდაპირი მტკიცებულება, რომ ხელისუფლებამ მორალურად არასწორი გზა აირჩია ოპონენტებტან დაპირისპირებაში“ – აცხადებს გედევან ფოფხაძე.