ფეისბუქმა მესენჯერს ღამის რეჟიმი დაამატა

ფეისბუქმა მესენჯერს ახალი ფუნქცია დაამატა.  თუ გვიან ღამით მეგობართან საუბრისას თეთრი სინათლე გაწუხებს, უბრალოდ გაგზავნი მთვარის ემოჯის  ჩატში რის შემდეგაც უამრავი მთვარე ამოხტება და მესენჯერი შეგატყობინებს იმის შესახებ რომ ღამის ფუნქცია აღმოაჩინე. ამის შემდეგ ავტომატურად დაემატება თქვენს მესენჯერს ღამის რეჟიმი, მის გაკონტროლებას პარამეტრებიდან შეძლებთ.