ბათუმის მერიის ყოფილი თანამშრომელი, ალექსანდრე თევზაძე დაჭრეს. შემთხვევა 21 ივნისს მოხდა.
მას ჭრილობები თავისა და ხელის არეში, ცივი იარაღით აქვს მიყენებული. დაშავებულის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია.
რაც შეეხება მომხდარის მიზეზებს, მერიის ყოფილი თანამშრომლის განცხადებით, კონფლიქტი ფეისბუქის პოსტს მოჰყვა.
მომხდარ ფაქტზე თევზაძე აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრს კახა მიქელაძეს ადანაშაულებს, დაჭრილის განცხადებით, ის მიქელაძემ დასალაპარაკებლად დაიბარა და მანქანაში ჩასვა. ამის შემდეგ კი მიქელაძის თანხლებმა პირმა მას ხანჯლით დაზიანება მიაყენა.
მერიის ყოფილი თანამშრომელი ფიქრობს, რომ კონფლიქტი ბათუმში ქიმიური ტერმინალის მშენებლობას მოყვა. ალეკო თევზაძე ქიმიური ტერმინალის, მშენებლობის წინააღმდეგ გამართული აქციების ორგანიზატორი იყო.
დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ორი პირი.