საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მზად არის, კორონავირუსთან საბრძოლველად 100 ათასი ლარი გამოყოს. ასევე, ფედერაცია მზადყოფნას გამოთქვამს, რომ მათ ბალანსზე არსებულ სასტუმროში საკარანტინო ზონა მოეწყოს.
,,საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მზადყოფნას გამოთქვამს გაიღოს ფინანსური მხარდაჭერა, 100 ათასი ლარის ოდენობით, რათა ხელი შეუწყოს საქართველოში COVID 19-ის სახელით ცნობილ, ახალ კორონავირუსთან ბრძოლას. ასევე, მზად ვართ ფეხბურთის ფედერაციის ბალანსზე არსებულ სასტუმროში მოვაწყოთ საკარანტინო ზონა.
ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანო, გრძნობს ერთობისა და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის მნიშვნელობას ამ კონკრეტული გამოწვევის ერთად დამარცხებაში”,- წერია ფედერაციის განცხადებაში.