“ფეხებზე გეკიდა,ჩვენი ფულებით გულაობდი”-გუკა რჩეულიშვილს ცენტრ-პოინტისგან დაზარალებულები დაუპირისპირდნენ

„10 წლის წინ დირექტორად რომ იყავი გაფორმებული, მაშინ რატომ არ იყავი ჩართული პროცესში. ფეხებზე გეკიდა, ჩვენი ფულებით გულაობდი “, – ასე მიმართა ერთ-ერთმა დაზარალებულმა გუკა რჩეულიშვილს. რჩეულიშვილს სხვა დაზარალებულებიც დაუპირისპირდნენ და მისგან პასუხს მოითხოვდნენ.

დღეს, 16:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მაია რჩეულიშვილის სასამართლო პროცესი უნდა გამართულიყო, თუმცა პროცესი გადაიდო. სასამართლოსთან “ცენტრ-პონტის“ დაზარალებულებმა აქცია გამართეს. რჩეულიშვილსა  და დაზარალებულებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

შეგახსენებთ, რომ “მაგნოლიას“ ეპიზოდზე ბრალდებულები მაია და გუკა რჩეულიშვილები არიან. მათ მენაშენეების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მითვისებაში ედავებიან.